ყველაზე მნიშვნელოვანი მომავალი არჩევნებისა და პოლიტიზირებული მართლმსაჯულების ორი საქმის გადაწყვეტაა - ევროპარლამენტარები საქართველოზე

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარების განცახდებით, საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი, მომავალი არჩევნებისა და პოლიტიზირებული მართლმსაჯულების ორი საქმის გადაწყვეტაა. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ დოკუმენტშია საუბარი:

მხარს ვუჭერთ კრისტიან დანიელსონის დაუღალავ მუშაობას და მივესალმებით მისი წინადადებების გამოქვეყნებას, რამაც მედიაციის პროცესის გამჭვირვალობა კიდევ უფრო გაზარდა. ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკურ პარტიებს შორის ნდობის აღდგენა. ამ დოკუმენტის შინაარსი კარგი დასაწყისია საქართველოს წინსვლისთვის: ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმა, პარლამენტში პასუხისგებლობის სამართლიანი განაწილება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომავალი არჩევნებისა და პოლიტიზირებული მართლმსაჯულების ორი საქმის გადაწყვეტა. ეს პოლიტიკურად დაბალანსებული გადაწყვეტილებაა და შეესაბამება როგორც კანონის უზენაესობას, ისე 2020-ის არჩევნების საერთაშორისო შეფასებას. მივესალმებით ჟან-მონე დიალოგის იდეას, რომელსაც ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა, როდესაც ვითარება ამის შესაძლებლობას მოგვცემს, - ნათქვამია განცხადებაში. 

დოკუმენტს ხელს აწერენ: 

  • დევიდ მაკალისტერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და დემოკრატიის მხარდაჭერის და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფის თანათავმჯდომარე;
  • მარინა კალიურანდი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი;
  • ანდრიუს კუბილიუსი (ევროპის სახალხო პარტია, ლიეტუვა), Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის ხელმძღვანელი;
  • ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი (მწვანეები, გერმანია), დემოკრატიის მხარდაჭერის და არჩევნების კოორდინირების ჯგუფის წამყვანი წევრი საქართველოს განხრით;
  • სვენ მიქსერი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი საქართველოს საკითხში;
  • მაიკლ გალერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი უკრაინის საკითხში;
  • პეტრას აუსტრევიჩუსი (RENEW, ლიეტუვა), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი ბელარუსის საკითხში.

განცხადება სრულად:

ჩაშლილი მოლაპარაკებები და დაფინანსების შეწყვეტა - ევროპარლამენტარები განცხადებას ავრცელებენ 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი