ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით საქართველოში უშედეგო მოლაპარაკებებს ევროპარლამენტარები ეხმაურებიან:
მას შემდეგ, რაც პოლიტიკურმა პარტიებმა უარი თქვეს კომპრომისზე, ქართველი ლიდერები არ უნდა ელოდონ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები ჩვეულებრივ გაგრძელდება... ...მოვუწოდებთ ქართველ ლიდერებს იმოქმედონ მყისიერად. ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის მომავალი საფრთხეშია - ნათქვამია ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დოკუმენტს ხელს აწერენ:
- დევიდ მაკალისტერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და დემოკრატიის მხარდაჭერის და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფის თანათავმჯდომარე;
- მარინა კალიურანდი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი;
- ანდრიუს კუბილიუსი (ევროპის სახალხო პარტია, ლიეტუვა), Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის ხელმძღვანელი;
- ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი (მწვანეები, გერმანია), დემოკრატიის მხარდაჭერის და არჩევნების კოორდინირების ჯგუფის წამყვანი წევრი საქართველოს განხრით;
- სვენ მიქსერი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი საქართველოს საკითხში;
- მაიკლ გალერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი უკრაინის საკითხში;
- პეტრას აუსტრევიჩუსი (RENEW, ლიეტუვა), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი ბელარუსის საკითხში.
განცხადება სრულად:
ჩაშლილი მოლაპარაკებები და დაფინანსების შეწყვეტა - ევროპარლამენტარები განცხადებას ავრცელებენ