
"ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ სასწორზე ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი, ქვეყნის ეკონომიკის სრული კოლაფსი დევს.
"სასწორზე დევს, არც მეტი არც ნაკლები, ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი, ქვეყნის ეკონომიკის სრული კოლაფსი. ოპოზიციამ ბნ. დანიელსონის 5 პუნქტიანი შეთანხმებიდან 3 საკითხზე სრული თანხმობა განაცხადა; რაზეც მსგავსი თანხმობა ქართული ოცნებისგან არ მიგვიღია...
პრემიერმინისტრის დღევანდელი განცხადება, რომ ეს მოლაპარაკებები უნდა შეწყდეს, როგორც უაზრო და უშინაარსო, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ "ოცნება" არაა დაინტერესებული, პრეზიდენტ მიშელის მედიატორობით, მიღწეულ იქნას შეთანხმება.
ლელო და სხვა ოპოზიციური პარტიები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მზადყოფნას დარჩენილი ორი საკითხის შესათანხმებლად", - წერს მამუკა ხაზარაძე.
მისი განცხადებით, "ლელო" კიდევ ერთხელ სთავაზობს ხელისუფლებას შეიქმნას ინტერპარტიული ანტიკრიზისული საბჭო. ისინი მზად არიან თავიანთი სამოქმედო პროგრამა წარადგინონ. ამავე თემაზე: