ესაა რამდენიმე დეპუტატის მოსაზრება - პაპუაშვილი EU-ს განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

"გამორიცხულია, რომ რაიმე შეზღუდვას ჰქონდეს ადგილი, ესაა რამდენიმე დეპუტატის მოსაზრება", - ასე აფასებს "ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის მიერ გუშინ გავრცელებულ გაცხადებას.

პაპუაშვილის თქმით, განცხადება მაინც ყურადსაღებია. 

"დახმარების შეჩერებაზე აქ არცაა საუბარი, რამდენიმე დეპუტატის განცხადებაა ეს... ამ საკითხებს წყვეტს ევროკომისია, რომელმაც საუკეთესო შეფასებები გააკეთა საქართველოს მიმართ... ყურადსაღებია, რადგან ეს დეპუტატები ზოგადად დაინტერესებულები არიან საქართველოთი. გამორიცხულია, რომ რაიმე შეზღუდვას ჰქონდეს ადგილი, ესაა რამდენიმე დეპუტატის მოსაზრება", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა ევროპარლამენტარებს საქართველოში მიმდინარე პროცესები გააცნო, ევროპელმა დეპუტატებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი