"ან შეცდომა გაეპარათ, ან მიკერძოებულები არიან" - კუჭავა ევროპარლამენტარების წერილზე

გამოქვეყნდა:

ან შეცდომა გაეპარათ ან მიკერძოებული არიან - ასე აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატი კახა კუჭავა ევროპარლამენატრების გაფრთხილებას და უმკაცრეს გზავნილებს.

კუჭავა "უზუსტობებზე" საუბრობს:

"მანდ არის ერთი უზუსტობა გაპარული, ქართული ოცნება მზად იყო ხელი მოეწერა. არ იყი ფორმატი, სადაც ერთს უნდა მოეწერა ხელი, ან ყველა აწერდა ან არავინ, რაც ძაან სამწუხაროა, მაგრამ ეგ სიმართლეც გაჩნდება მალე ყველასთვის ცნობილი.

და მეორე უზუსტობა დანიელსონის დოკუმენტში არ იყო საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე. როდესაც უთითებენ, რომ დანიელსონის ხელშეკრულებაზე შეთანხმებას ხელი არ მოეწერაო და რიგგარეშე არჩევნებზე ვლაპარაკობთო უკვე ჩანს ჩემთვის მიკერძოებულობა.

როგოც ჩანს, ამ კუთხით ან შეცდომა გაეპარათ ან მიკერძოებული არიან",-თქვა კუჭავამ

რაც შეეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას, როგორც კუჭავა ამბობს, ურთიერთობა საფრთხის ქვეშ არ დგას და მმართველი გუნდი იმუშავებს, რომ ევროკავშირმა ქვეყანას დახმარება არ შეუწყვიტოს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით საქართველოში უშედეგო მოლაპარაკებებს ევროპარლამენტარები ეხმაურებიან. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართველი ლიდერები არ უნდა ელოდონ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები ჩვეულებრივ გაგრძელდება. გაცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განიხილავს.

ჩაშლილი მოლაპარაკებები და დაფინანსების შეწყვეტა - ევროპარლამენტარები განცხადებას ავრცელებენ [სრული ვერსია]

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი