"წნეხი ქართულ ოცნებაზე მხოლოდ გაიზრდება" - ოპოზიციის მოლოდინი EU-ს გაფრთხილებაზე

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარების მიერ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე გავრცელებულ ერთობლივ განცხადება აფასებენ ოპოზიციაში. მათი თქმით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ევროკავშირსა და ჩვენი ქვეყნის ურთიერთობას შორის ბზარი გაჩნდა. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა, გამოსავალი კი მისი აზრით, პოლიტიკური დევნის დასრულებაში, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებშია.

"პირველად საქართველოს ისტორიაში, რეალური საფრთხე დაემუქრა ევროატლანტიკურ მომავალს მას შემდეგ რაც დეკლარირებულად საქართველომ აირჩია დასავლეთი და ცივილიზებული სამყარო", - თქვა მან.

"ევროპული საქართველოს" წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხზე შეთანხმება უნდა შედგეს. 

"წნეხი ქართულ ოცნებაზე მხოლოდ გაიზრდება, ეს ასე იქნება როგორც ქვეყნის გარედან, ასევე, ქვეყნის შიგნით", - თქვა მან. 

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა ევროპარლამენტარებს საქართველოში მიმდინარე პროცესები გააცნო, ევროპელმა დეპუტატებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი