საქართველოს ლიდერები არ უნდა ელოდონ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა ჩვეულებრივ გაგრძელდება - კარლ ბილდტი

გამოქვეყნდა:

შვედი დიპლომატი, შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი ევროპარლამენტარების უკმაცრეს გზავნილებს და გამოქვეყნებულ განცხადებას Twitter-ზე ეხმაურება.

 "პოლიტიკური პარტიებისგან კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა ელოდონ, რომ ევროკავშირთან საქმიანი ურთიერთობა ჩვეულებრივ გაგრძელდება. ევროპარლამენტი მოითხოვს შედეგების დადგომას ევროკავშირის ფინანსური დახმარების მიმართულებით", - წერს კარლ ბილდტი.

მას შემდეგ, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა ევროპარლამენტარებს საქართველოში მიმდინარე პროცესები გააცნო, ევროპელმა დეპუტატებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.  

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი