შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ოფისთან 12 აქტივისტი დააკავეს. 

დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც "ქართული ოცნების" ოფისთან დეპუტატი გია ვოლსკი მივიდა, ის შეძახილებმა "მონა" გააღიზიანა და აქტივისტებს შეურაცხმყოფელი ჟესტით უპასუხა. ვოლსკის ამ საქციელმა აქტივისტების გაღიზიანება გამოიწვია, ამის შემდეგ კი პოლიციამ მათი დაკავება დაიწყო.

ადგილზე აქცია ამ დრომდე გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ოფისში ცოტა ხანში პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომები უნდა გაიმართოს. ადგილზე შეკრებილები არიან სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ოკუპაციას და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი