გადადგეს გია ვოლსკი და მოიბოდიშოს - საზოგადოებამ პეტიცია შექმნა

გამოქვეყნდა:

გია ვოლსკის ნერვებმა უმტყუნა და საზოგადოებას საკუთარი რეალური სახე აჩვენა. "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა გავლენიანმა ლიდერმა სამოქალაქო პროტესტს უხამსი ჟესტით უპასუხა. ინციდენტი "ქართული ოცნების" ოფისის შესასვლელთან მოხდა, სადაც შეკრებილი აქტივისტები ვოლსკის შეხვდნენ შეძახილებით: "მონა".

სტაჟიანმა პოლიტიკოსმა, რომელსაც არაერთხელ მოუსმენია ასეთი შეფასება, ამჯერად თავი ვერ შეიკავა. როგორც ჩანს, დეპუტატი იმდენად გაღიზიანდა, რომ მძღოლს უბრძანა, დაუყოვნებლივ გაეჩერებინა ავტომობილი. გააღო ჯერ კიდევ მოძრავი მანქანის კარი, გადმოვიდა და საზოგადოებას სრულიად უხამსი ჟესტით აჩვენა, რასაც ფიქრობს მათზე.

ვოლსკის ამ ქმედებას საზოგადოების მხრიდან უკვე მოჰყვა რეაქციები - შეიქმნა პეტიცია, რომელიც ითხოვს, ვოლსკიმ დატოვოს თანამდებობა და მოიბოდიშოს. 

ამავე თემაზე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი