
"ქართველს არ სჭირდება სტუმარ-მასპინძლობის წესების შეხსენება, მაგრამ მტერს მტრულად უნდა დახვდე" - ამის შესახებ გიგა ოთხოზორიას დედა, ჯულიეტა ჭანტურია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" საუბრობს. ამ განცხადებით ის ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს ეხმაურება.
ამაზე მეტი დამამცირებელი მოქმედება და ის, რომელსაც იმ რესტორნის წარმომადგენლები იჩენდნენ ამ "საპატიო" სტუმრების მიმართ... ის ადამიანები, ვინც მოქმედებს წინ აღუდგა და მათ მოქმედებას უარყოფითად მოიხსენიებენ, მე მგონია, ეს ძალიან დიდი სირცხვილი. უნდა გვიხაროდეს, ყოველ ნაბიჯზე უნდა ვამაყობდეთ ამ ახალგაზრდებით... საამაყო ახალგაზრდები გვყავს, - ამბობს ჯულიეტა ჭანტურია.
ცნობისთვის, კრემლის პროპაგანდისტი ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს, დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. სამოქალაქო აქტივისტები მას საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქციები გაიმართა როგორც სასტუმრო "რუმსთან", ისე "ვინოტელთან", სადაც პუტინის მეგობრებმა ივახშმეს. მწვავე პროტესტის გამო, პოზნერმა საქართველო დაგეგმილზე ადრე, 1-ელ აპრილს, გამთენიას დატოვა. მოსკოვში ჩასვლის შემდეგ კი ადგილობრივ მედიასთან თქვა, რომ "ადამიანები, რომლებმაც ეს ალიაქოთი მოაწყვეს, ყურადღების ღირსი არ არიან."