მერკელი, მაკრონი და ზელენსკი დონბასის მოვლენებს პუტინის გარეშე განიხილავენ - მედია

გამოქვეყნდა:

ამ კვირაში მოსალოდნელია სამმხრივი შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს შორის. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინის გარეშე გაიმართება.

ლიდერები დონბასში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას მედიასაშუალებები ZN.UA-ზე დაყრდნობით ავრცელებენ, რომელსაც თავის მხრივ, აღნიშნული დიპლომატიური წრეების წყარომ დაუდასტურა.

მათივე ინფორმაციით, ეს საუბარი ვიდეო კონფერენციის ფორმატში უნდა ჩატარებულიყო მერკელს, მაკრონისა და პუტინის მონაწილეობით, მაგრამ დორის პრობლემების გამო საუბარი არ შედგა.

ZN.UA-ს სხვა წყარო უდასტურებს, რომ ზელენსკი მომავალი საუბრისთვის ემზადება გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან. მან აღნიშნა, რომ "ჯერჯერობით არაა ნათელი შეხვედრი თარიღი და დრო".

აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის ჯარები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევენ, არის მსხვერპლიც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი