
"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, რუსი პროპაგანდისტის, დიმიტრი პოზნერის მასპინძელ, ბენო ქაშაკიშვილის რესტორანს სახელმწიფო ორგანოებმა 2015-21 წლებში 520 000 ლარის შეკვეთები მისცეს.
დეტექტორი წერს, რომ ნახევარ მილიონზე მეტი ბენო ქაშაკაშვილის ბიზნესს ყოველგვარი ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის გზით გადაეცა.
ქაშაკაშვილი "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირია და 2016 წელს საპარლამენტო სიის 53-ე ნომერიც იყო.
გარდა ამისა, "ფლანგვის დეტექორის" მონაცემებით, 2016-20 წლებში ქაშაკაშვილმა და მისმა ცოლმა მმართველ პარტიას 405 000 ლარი შესწირეს.
შეგახსენებთ, რომ კრემლის იდეოლოგმა ვლადიმერ პოზნერმა და მისმა 40-მდე მეგობარმა საქართველო დაგეგმილზე ადრე, 1 აპრილს დატოვეს. გადაწყვეტილება მათ სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების ნაწილის პროტესტის გამო შეცვალეს.
პოზნერი საქართველოში 31 მარტს, დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. სამოქალაქო აქტივისტები მას საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქციები გაიმართა როგორც სასტუმრო "რუმსთან", ისე "ვინოტელთან", სადაც პუტინის მეგობრებმა ივახშმეს.