
რუსეთის მსოფლიოს არცერთ ქვეყანას საფრთხეს არ უქმნის და მისი არმია გადაადგილდება იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც საჭიროდ თვლის - აცხადებს კრემლის პრესსპიკერი და უკრაინის ხელისუფლებას პასუხობს:
„რუსეთის არმია გადაადგილდება რუსეთის ტერიტორიაზე იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც საჭიროდ თვლის და იმ ფორმით, რა ფორმითაც საჭიროდ თვლის, ჩვენი ქვეყნის საიმედო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” - ამბობს პესკოვი.
აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის ჯარები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევენ, არის მსხვერპლიც.
ამავე თემაზე:
მერკელი, მაკრონი და ზელენსკი დონბასის მოვლენებს პუტინის გარეშე განიხილავენ - მედია