"შემდეგ კვირაში ვიმსჯელებთ" - ისევ უცნობია დაიწყება თუ არა "სინოფარმით" ვაქცინაცია

გამოქვეყნდა:

დაიწყება თუ არა მოსახლეობის ჩინური ვაქცინით აცრა, ამ თემაზე მომავალ კვირაში იმსჯელებენ - განცხადებას ჯანდაცვის მინისტრი აკეთებს.

როგორც ცნობილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას "სინოფარმისთვის" ავტორიზაცია ჯერ არ მიუცია, თუმცა საქართველოში ვაქცინის 100 000 დოზა უკვე შემოიტანეს და დაასაწყობეს.

"იყო საკითხები, რაზეც შევჯერდით, რომ განვიხილავთ დამატებით შემდეგ კვირაში, კერძოდ, ეს გადაწყვეტილება ეხებოდა სინოფარმის გამოყენებას საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან დაკავშირებით გაიმართება კიდევ დამატებითი კონსულტაციები", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. 

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის, განცხადებით, WHO-ს აღიარების გარეშე 40-მა ქვეყანამ უკვე დაუშვა საკუთარი პასუხისმგებლობით "სინოფარმით" ვაქცინაციის დაწყება. მისი თქმით, საზოგადოების ჯგუფებიდან ამ ვაქცინაზე მოთხოვნა არსებობს. 

ჩინური ვაქცინა "სინოფარმი" საქართველოში 3 აპრილს შემოვიდა,  ნაყიდი 100 000 დოზა სინოფარმის გარდა, ქვეყანამ საჩუქრად მიიღო კიდევ ერთი ჩინური ვაქცინა - "სინოვაკის" 100 000 დოზა. არცერთ ვაქცინას ჯერ WHO-ს ავტორიზაცია არ აქვს.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი