მელიას მხარდასაჭერად საქალაქო სასამართლოსთან პოლიტიკოსები და აქტივისტები იკრიბებიან

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ცოტა ხანში "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის", ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დაიწყება, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი. ისინი ნიკა მელიას მხარდაჭერას უცხადებენ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება რთულია.

"ძალიან რთულია რაიმე პროგნოზის გაკეთება ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც არ უნდა გამოცხადდეს, ეს იქნება ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვება, თუ მისი გათავისუფლება, ეს ბუნებრივია არ იქნება ნინო ჩახნაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ის უბრალოდ გაახმოვანებს იმას, რაზეც სავარაუდოდ უკვე დაურეკეს მას.

ეს გადაწყვეტილება მიიღება სულ სხვაგან, იმ ოთახში, სადაც ბიძინა ივანიშვილი იმყოფება და მხოლოდ ამ ადამიანის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, ნიკა მელია დარჩება, თუ არა პატიმრობაში",- თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

ადგილზე აქტივისტები მხარდამჭერ აქციასაც გეგმავენ. სასამართლოსთან მობილიზებულია პოლიციაც.

დღეს, 8 აპრილს გახდება ცნობილი გათავისუფლდება თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია. საქმეზე არსებითი განხილვა იწყება, თუმცა არაა გამორიცხული მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვის საკითხიც დააყენოს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. ოპოზიციის ლიდერები ნიკა მელიას დასაცავად ენმ-ს ოფისი შეიკრიბნენ.

მეორე დილას პრემიერობიდან გიორგი გახარია გადადგათანამდებობის დატოვება მან სწორედ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ ამ საკითხზე გუნდში "აზრთა სხვადასხვაობა" იყო. გახარიას გადადგომის შემდეგ, შსს-მ მელიას დაკავება "დროებით" გადადო. 

გახარიას შემცვლელად, ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ კი "ოცნების" ხელისუფლება ენმ-ის ოფისში შტურმით შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი