ყველამ პატივი უნდა სცეს ამ მემკვიდრეობას - კარლ ჰარცელი 9 აპრილზე

გამოქვეყნდა:

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი 9 აპრილის ტრაგედიიდან 32-ე წლისთავს ეხმაურება და წერს, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს ამ მემკვიდრეობას.

"9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა! 1989 წლის ამ დღეს საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო და ყველამ პატივი უნდა სცეს ამ მემკვიდრეობას", - წერს კარლ ჰარცელი

შეგახსენებთ, რომ 32 წლის წინ ამ დღეს რუსთაველზე დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი მშვიდობიანი მოქალაქეები საბჭოთა ჯარმა იარაღით, ბარებითა და მომწამლავი ნივთიერებებით დაარბია. დარბევის დროს 21 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი