"საქართველოსა და ქართველი ხალხის მარადისობის დღე" - გია გაჩეჩილაძის [უცნობის] აქციისთვის კასპიდან ავტოლკოლონა უკვე დაიძრა, რომელსაც საჯარო მოხელეები, საკრებულოს, სსიპ-ებისა და ააიპ-ების თანამშროლმები, ასევე "კაი ბიჭები" მოჰყავს.
მათი უმრავლესობა, "მთავარს" უდასტურებენ, რომ საჯარო სამსახურებში არიან დასააქმებულები "დასვენების დღე როცაა, საჯარო მოხელე ვარ, სადაც მინდა იქ ვიდგები". ამბობენ იმასაც, რომ პატრიაქრის მხარდასაჭერად მიდიან - "პაძერშკა უნდა მივცეთ ჩვენს პატრიარქს და მივდივართ".
აქციაზე იქნებიან "კაი ბიჭებიც" - "უცნობის აქცია იქნება თუ ნაცნობის, ყველა მივდივართ იქ კაი ბიჭები".
ოპოზიციაში ამბობენ, რომ უცნობს აქციისთვის ხალხს მმართველი გუნდი უგროვებს. მათი თქმით, "ოცნებამ" პარტაქტივის მობილიზება დაიწყო.
უცნობის მდუმარე აქცია, დღეს 13:00 საათზე ევროპის მოედანზე უნდა გაიმართოს.
ამავე თემაზე: