მგონია, რომ ვიღაც არის დაინტერესებული ამ ადამიანმა ეს ილაპარაკოს - კვირიკაშვილი მუხთარლის საქმეზე

გამოქვეყნდა:

არ ვიცი რატომ უნდა დავიჯერო ნებისმიერი სხვა სიტყვა, რომელსაც ეს ადამიანი (აფგან მუხთარლი) ამბობს, მგონია, რომ ვიღაცა არის დაინტერესებული ამ ადამიანმა ეს ილაპარაკოს. ალბათ ამას დრო გამოაჩენს - გიორგი კვირიკაშვილის პირველი კომენტარი აფგან მუხთარლის საქმის განახლებული გამოძიების შემდეგ.

ყოფილი პრემიერი "მთავართან" საუბარში ამბობს, რომ არ იცის რას გულისხმობდა "ოცნების" დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძე, რომელმაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების პერიოდი და მაშინდელი პრემიერმინისტრი გაიხსენა

"ქართული ოცნების" სხვა დეპუტატები კი დღეს კონკრეტულ პასუხებს აღარ იძლევიან და ამბობენ, რომ "რიტორიკულ კითხვებს" არ უპასუხებენ.

უნდა ველოდოთ თუ არა კვირიკაშვილის პასუხისმგებლობის დაყენებას, მუხთარლის საქმეზე, მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ეს პროკურატურის გადასაწყვეტია.

ამავე თემაზე:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი