
უწყებათაშორისი საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს. გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდა. რეკომენდაცია როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს ეხება.
"უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს... ქვეყანაში დაფიქსირებული შემთხვევების მატების დინამიკა საყურადღებოა და როგორც ხელისუფლების, ისე მოქალაქეების მხრიდან განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მიდგომას მოითხოვს", – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ამავე თემაზე: