
მაისში ზუსტად ერთი წელი ხდება მას შემდეგ რაც ელჩი სტრატეგიული პარტნიორი უკრაინიდან დიპლომატიური დემარშით გამოიწვიეს. დავით ზალკალიანმა და საგარეო უწყებამ დიპლომატის გამოწვევის მიზეზად მიხეილ სააკაშვილის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნა დაასახელა და ელჩი კონსულტაციაზე დედაქალაქში დაიბარა.
ანალიტიკოსები საუბრობენ, როგორ ზიანდება ორი ქვეყნის ურთიერთობა მაშინ, როდესაც ელჩი გამოწვეულია.
ეს იყო უპრეცედენტო გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიის ისტორიაში, ჩვენ არასდროს არცერთი ქვეყნიდან არ გამოგვიწვევია ელჩი, მეტადრე უკრაინიდან, რომელიც არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი... ეს იყო შეცდომა", - ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი "ალექსანდრე რონდელის ფონდის" უფროსი მკვლევარი.
როდის დაბრუნდება თეიმურაზ შარაშენიძე კიევში ეს დამოკიდებულია "ოცნების" პოლიტიკურ დღის წესრიგზე.
განცხადება ამ თემაზე საპარლამენტო ტრიბუნიდან გუშინ, პრეზიდენტმაც გააკეთა და ხელისუფლებას მოუწოდა, დააბრუნოს ელჩი ქვეყანაში, გასანაკუთრებით ახლა, იმ რთული ვითარების ფონზე, რომლის წინაშეც უკრაინა დგას.
ავტორი: შოთა კიკნაძე.