საკოორდინაციო საბჭოს ახალმა გადაწყვეტილებებმა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებში კითხვები გააჩინა. რას ნიშნავს უქმე დღეები და რა იგულისხმება ამ გადაწყვეტილებაში დეტალურად უცნობია, თუმცა როგორც სპეციალისტები ამბობენ, ასეთ შემთხვევაში შეღავათები პირველ რიგში მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ, კონკრეტულად კი საუბარია საბანკო ვალდებულებებისა და გადასახადების გადავადებაზე.
სხვა შემთხვევაში კი ექსპერტების თქმით, გადაწყვეტილება პირად ინტერესებზე მორგებულია.
გარდა ამისა, მათივე თქმით, კოვაქსი ასტრაზენეკას ვაქცინის დამატებითი დოზების მიწოდებისგან საქართველოსთვის თავს იკავებს, რადგან ქვეყანაში ვაქცინაციის დონე დაბალია და უკვე შემოსული დოზების ათვისებაც გაჭიანურდა, შესაბამისად ექსპერტების თქმით ქვეყანა ჩინური ვაქცინის იმედად რჩება, რომელსაც ავტორიზაცია ჯერ არ გაუვლია.
გიორგი ჩალაძის ინფორმაციით, სწორედ ჩინური ვაქცინით სურთ ჯარისა და პოლიციის აცრა, თუმცა ამ ეტაპზე "ვერ ბედავენ".