სისტემის მხილება გრძელდება - მამა იონა, რომელიც განზრახ და უკანონოდ დააკავეს, სხვა დამნაშავეებსაც ასახელებს. სასულიერო პირი "მთავარ არხთან" კიდევ ერთ ინტერვიუში იხსენებს ოთხი წლის წინანდელ ისტორიას, როდესაც ის იმავე სცენარით, განზრახ წინასწარი შეთანხმებით დააკავეს და ციხეში გაუშვეს.
მაშინ ეს დანაშაულებრივი ოპერაცია სწორედ იმ პოლიციელის ძმამ განახორციელა, რომელიც ახლა უკანონო დაკავების ბრალდებით პატიმრობაშია. მაგრამ მხილება ამით არ სრულდება - მამა იონა ასახელებს კიდევ რამდენიმე მაღალი რანგის პოლიციელს, რომლებიც დანაშაულებრივ სქემებში არიან ჩართული.
ამავე თემაზე: