გამოძიება დღეს ამოიღებს "ასტრაზენეკას" ფლაკონს, რომლითაც მეგი ბაქრაძე აიცრა

გამოქვეყნდა:

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე დღეს, 13 აპრილს გამოძიებამ "ასტრაზენეკას" ვაქცინის ის ფლაკონი უნდა ამოიღოს, რომლითაც 27 წლის მედდა კლინიკა "იმედში" აიცრა. ადვოკატებს მოწმეთა ჩვენებები კითხვის ნიშნებს უჩენთ.

"გამოძიება ამოიღებს ფლაკონს, რომელიც დამაგრდება საქმეზე, გვექნება საშუალება, რომ დავათვალიეროთ ეს ფლაკონი. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რატომ აწერია ფლაკონს 11 საათი და 40 წუთი, ან თუ ამ დროს დაიწყო ვაქცინაციის პროცესი, რანაირად მოხერხდა 35 წუთის განმავლობაში 10 ადამიანის აცრა. 

ჩემს ხელთ არსებული პირადი წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციით, სამხარაულს ძალიან უჭირს დასკვნის დაწერა, თუმცა რა არის მიზეზი, ამის შესახებ არ ვარ ინფორმირებული", - თქვა მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა, ვახო ბარამაშვილმა. 

27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში" 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაიწყო.

ამ საქმეზე პროკურატურამ ცრუ ჩვენების მიცემის გამო ბრალი 3 ექიმს წარუდგინა, სასამართლომ მათ აღკვეთის სახით 3 000-3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი