
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა, დააყენა შუამდგომლობა საქმეში ახალი მტკიცებულებების დართვის შესახებ, საუბარია, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ისთვის მიცემულ ინტერვიუ, სადაც მან აღიარა, როგორ მსჯელობდნენ მმართველ პარტიაში ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, ადვოკატები, ასევე, ითხოვენ ივანე გულაშვილის "მთავარი არხისთვის" მიცემული ინტერვიუს დართვას, სადაც ის 20 ივნისის შესახებ საუბრობს.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ადვოკატებმა პროცესის დაწყებისას, მიკა მელიას სასამართლო პროცესზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა, სხვა მედიების დასწრების შუამდგომლობა დააყენეს, ასევე ითხოვდნენ სასამართლო პროცესის პირდაპირი ტრანსლაციის უფლებასაც, რაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა არ დააკმაყოფილა.
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 11:00 საათზე დაიწყო. სწორედ დღეს გახდება ცნობილი გაანთავისუფლებენ თუ არა უკანონო პატიმრობაში მყოფ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს.
ამავე თემაზე: