ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესის დაწყების წინ, ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ "ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ უნდა იყოს გამოყენებული".
"ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში პროკურატურას და სასამართლოს როგორც მის განშტოებებს, მიზნად აქვთ არა საქმის განხილვა და ამისთვის არ სჭირდებათ საქმის განხილვა არამედ ის იმყოფება პოლიტიკურ ტყვეობაში. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია არის ძალიან ნათელი და არგუმენტირებული, მის მიმართ არ უნდა იყოს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე. მიუხედავად იმისა, რომ მელიას გათავისუფლება იქნება გონივრული ნაბიჯი და კარგი იქნება საქართველოსა და ზოგადად ხელისუფლებისთვის, მე პირადად არ ველოდები, ამ გონივრული გადაწყვეტილების მიღებას", - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.
სასამართლო პროცესი 11:00 საათზე დაიწყო. სწორედ დრეს გახდება ცნობილი გაათავისუფლებს თუ არა მოსამრათლე ნინო ჩახნაშვილი უკანონო პატიმრობაში მყოფ ნიკა მელიას.
ამავე თემაზე: