"ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ბრალია ის რომ ნიკა მელია დღეს თავისუფალი არაა.
"სასამართლო კანონიერ ფარგლებში წარიმართება. ჩვენი წინადადება იყო, რომ ამნისტია გამოგვეცხადებინა 20 ივნისთან დაკავშირებით და ამას არ დათანხმდნენ ჩვენი ოპონენტები ასე, რომ თუკი ვინმე წვლილი მიუძღვის იმაში, რომ როგორც ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, ასევე იმ რამდენიმე ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც საერთოდ არ ახსენებენ თვითონ, არადა იმ საღამოს იყენებდნენ თვითონ ამ ძალადობისთვის, ის, რომ ეს საკითხები არაა გადაწყვეტილი მათ [ოპოზიციას] მიუძღვის ბრალი", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 11:00 საათზე დაიწყო. სწორედ დღეს გახდება ცნობილი გაათავისუფლებს თუ არა მოსამრათლე ნინო ჩახნაშვილი მას. ამავე თემაზე: