
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელია სასამართლო პროცესზე მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს სიტყვით მიმართა და უთხრა, რომ დღევანდელ პროცესზე ის მელიას გაამტყუნებს, თუმცა ისტორია მას გაამართლებს.
"თქვენ მე გამამტყუნებთ, ივანიშვილის სახელით, მაგრამ ისტორია მე გამამართლებს. არ არსებობს მე ამ საქმეზე ისტორიამ გამამტყუნოს. ხვალ და ზეგ იგივე რომ გააკეთოთ და იგივენაირად ბატონი გავრილოვი რომ ჩაჯდეს, ისევე გამეღვიძება მე ეროვნული სიამაყე, როგორც ათი ათასობით ქართველს და გამოვა რუსთაველის გამზირზე",- თქვა მელიამ.
ნიკა მელიას სასამართლო 4 საათზე მეტია მიმდინარეობს.
ამავე თემაზე: