მანტიაში გახვეული საზიზღრობა იყო, რომელსაც მოსამართლეობა დააბრალეს - უგულავა ჩახნაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ეს იყო მანტიაში გახვეული საზიზღრობა, რომელსაც უბრალოდ მოსამართლეობა დააბრალეს", - ასე აფასებს პოლიტიკოსი გიგი უგულავა, სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პატიმრობაში რჩება.

უგულავას თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესს საერთო არაფერი ჰქონდა რეალურ სასამართლოსთან და ეს იყო მმართველი გუნდის პირდაპირი დაკვეთით მიღებული გადაწყვეტილება. 

"ეს საერთოდ სასამართლო არ იყო, რაღაც უბედურება ხდებოდა, ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ის ორთვიანი ტყუილი, რასაც საზოგადოებას ასე ურცხვად აჩეჩებს, გულუაშვილის სახით პროკურატურა და მთელი "ქართული ოცნება", როდესაც იძახის "ღიაა კარები და გამოვიდეს"; "მის ხელშია გასაღები, გადაიხადოს გირაო". ყველაფერი ტყუილია. ოროსანი, რომ თავჩაღუნული ზის ისე იჯდა ეს გულუაშვილი და სიტყვას ვერ აბამდა, იმიტომ, რომ იცის იტყუება. პირობა მოგვეცით, რომ გადაიხდის გირაოს - სად წერია, რომელ კანონში წერია ასეთი რაღაც? ეს არარაობა მოსამართლე, პირდაპირ არარაობა. აი უკან თვალახვეულმა თემიდამ გამოიხედა და შეაფურთხა ისეთი სამარცხვინო რაღაცები აკეთა. უსირცხვილო სასამართლო იყო, არაფერი არ იყო, სასამართლოს არ ჰგავდა", - ამბობს გიგი უგულავა.

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" პირადად უნდოდა ნიკა მელიას დაპატიმრება, რადგან ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდა და ახლა ვაჭრობას აგრძელებენ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი