ალბათ პროცესზე აღარ დააბრუნებენ, მელიას მონაწილეობა მათთვის მტკივნეულია - საძაგლიშვილი

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის განცხადებით, დიდი ალბათობით, ნიკა მელია მისივე სასამართლო პროცესზე ვეღარ დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ის დღეს კიდევ ერთხელ გააძევა.

"ალბათ აღარ დააბრუნებენ ნიკა მელიას, პრინციპში, ეს მოსალოდნელიც არის, ვინაიდან მისი მონაწილეობა სასამართლო პროცესზე საკმაოდ მტკივნეულია, თავდაპირველად ნინო ჩახნაშვილისთვის, პროკურორებისთვის და ზოგადად ხელისუფლებისთვის, იმიტომ, რომ ნიკა მელია იმყოფება პატიმრობაში და პროცესებში მონაწილეობა მისთვის არის საზოგადოებასთან ურთიერთობის საშუელაბა", - თქვა დიტო საძაგლიშვილმა. 

სასამართლომ ნილა მელიაა პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი