
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელის ადვოკატი, ბექა ბასილაია ამბობს, ერთადერთი დაშვება, რომლის მიხედვითაც სასამართლო მელიას გაათავისუფლებს საერთაშორისო და ქვეყნის შიგნით წნეხი იქნება.
"ერთადერთი დაშვება ნიკას გათავისუფლების შესახებ არსებობს, თუ იქნება საერთაშორისო წნეხი, ქვეყნის შიგნით წნეხი და მოუწევს ქართულ ოცნებას პოლიტიკურ კომპრომისზე წასვლა. სასამართლო იქნება, პროკურატურა იქნება, აღმასრულებელი ორგანოები იქნება, ესენი ყველა გავრილოვის ნავში სხედან. გავრილოვია ამ გემის კაპიტანი და რაც რუსულ ნარატივში ჯდება, იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ ეს უწყებები.
არავის ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ რაღაც კანონიერებას, რაღაც სამართლიანობას, რაღაც ლოგიკას ვიპოვით სასამართლოს ქმედებებში, გარდა ერთისა, ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის ინტერესებს მოემსახურონ პირდაპირ.
ჩვენ ხო ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს საქმე არა მხოლოდ ნიკა მელიას თავისუფლების საქმეა, ეს საქმე არის 20 ივნისის საქმე და ისტორიის გადაწერის მცდელობა, რომ გავრილოვის ღამეზე ხელი შეაწმინდონ პატრიოტებს",- თქვა ბასილაიამ.
სასამართლომ ნილა მელიაა პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო. ამავე თემაზე: