პატიმრობის საფუძველი ისაა, რომ ივანიშვილმა მისი თავისუფლებით ივაჭროს - ბოკუჩავა მელიაზე

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილის არ ესმის არც საკუთარი ხალხის ხმა, არც საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები, ის არ აპირებს მელიასა და რურუას გათავისულებას. მისი თქმით, ხელისულება ამ მინიმალურ ნაბიჯსაც არ დგამს.

"გეტყვით რა არის ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვების საფუძველი, ერთადერთი საფუძველი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა მისი თავისუფლებით ივაჭროს მოალაპრაკების მაგიდასთან", - თქვა თინა ბოკუჩავამ. 

მისი თქმით, მელიამ დღევანდელ პროცესზე ის სიცრუის კამპანია ამხილა, რასაც ხელისუფლება ამ პერიოდის განმავლობაში ავრცელებდა. 

სასამართლომ ნილა მელიაა პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი