სტურუას ქვეყანაში მხოლოდ ერთი ბადალი თუ ჰყავს, გათავისუფლება არ იგეგმება - წულუკიანი

გამოქვეყნდა:

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი რომელიც დღეს მარჯანიშვილის თეატრში იმყოფებოდა მსახობ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ეს რუსთაველის თეატრში განვითარებულ მოვლენებზე მინისტრის პირველი კომენტარია. მან ძალადობაში მხილებულ მსახიობ, ბესო ზანგურს თეატრის დატოვება ურჩია, მის ყოფილ ცოლს კი გამოძიებასთან თანამშრომლობა.

"ძალადობაზე საუბარი არასდროს არაა გვიან. გასაგებია, რომ 11 წლის წინ ქალები და არათუ 11 წლის წინ, რამდენიმე წლის წინაც ვერ საუბრობდნენ ღიად. ჩვენ მსხვერპლს ვერასდროს ვუსაყვედურებთ მას, რატომ არ ილაპარაკე დროზეო, ეს არასდროს არაა სწორი და გამართლებული.

ასევე, ბატონ რობერტ სტურუასთან დაკავშირებით მე პირდაპირ გეტყვით, როგორც კულტურის მინისტრი, მისი გათავისუფლება არ იგეგმება, ასევე, გაცხადდა მისივე გადაწყვეტილება, რომ ის წასვლას არ აპირებს. ეს არის ის ადამიანი, რომელსაც ალბათ დამეთანხმებით, ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ბადალი თუ ჰყავს. კარგი იქნება თუ შევწყვეტთ მასზე თავდასხმებს.

ვთვლი, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე არა მხოლოდ ერთმა მახარემ, არამედ მოერე მხარემაც უნდა ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ბატონ ბესო ზანგურს და კარგი იქნება თუ ის ამასობაში, დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს", - თქვა თეა წულუკიანმა. 

წულუკიანი მარჯანიშვილის თეატრის ხელმძღვანელობასთან და დასთან შეხვედრას მართავს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი