
უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭომ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები განიხილა. მისი თქმით, ქვეყნის არმია მზადაა, დონბასში კი სიტუაცია კონტროლის ქვეშაა.
"დეტალებს ვერ გავამჟღავნებ, დონბასში სიტუაცია კონტროლის ქვეშაა, არსებობს გარკევული საკითხები და ჩვენ მზად ვართ ამ საკითხების გადასაჭრელად, არმია მზად არის, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ვხვდებით, რომ მასმედიაში ყველანაირი ინფორმაცია ტრიალებს, ამიტომ მინდა, რომ უკრაინის მოქალაქეები ენდნონ მხოლოდ ჩვენი გენერალური შტაბის ან პრეზიდენტის აპარატის აპარატის ოფიციალურ განცხადებებს", - თქვა ზელენსკიმ.
რუსეთმა ოკუპირებულ ყირიმში 58-ე არმიის ნაწილები გადაისროლა, რომლებიც 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომშიც მონაწილეობდნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით ისინი ე.წ "წვრთნებში" მიიღებენ მონაწილეობას.