ამნისტიას "ჩვენი თანხმობით" მიიღებენ გახარიასთვის, გომელაურისთვის, ჩუბინიძისთვის, საბანაძისთვის...- ოქრუაშვილი დოკუმენტზე

გამოქვეყნდა:

"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული საბოლოო დოკუმენტის პირველი პუნქტი კრიზისს უფრო გააღრმავებს ვიდრე განმუხტავს.

პირველი პუნქტი პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებასა და ამნისტიას ეხება. 

"ამ საკითხს ყველა გონიერი ადამიანი ასე შეხედავს: ზემოაღნიშნული მოვლენების გამო ახალგაზრდებმა თვალები დაკარგეს, ბევრმა ადამიანმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ნიკა მელია, ბაჩო თამლიანი, კობა კოშაძე, მე და სხვები თვეობით ვიჯექით ციხეში. ამ ყველაფრის ფონზე კი რა გამოდის, ამინისტიას "ჩვენი თანხმობით" მიიღებენ გახარიასთვის, გომელაურისთვის, ჩუბინიძისთვის, საბანაძისთვის და სხვებისთვის მხოლოდ იმიტომ რომ ნიკა მელიათი გვევაჭრება ხელისუფლება? ამ ყოვლად მიუღებელ ფასად რომ სდომებოდა/გვდომებოდა ნიკა მელიას განთავისუფლება გირაოს არ გადავიხდიდით? სხვა საკითხებზე ჯერ არაფერს ვამბობ", - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის საბოლოო ვერსია გახდა ცნობილი.

ამავე თემაზე: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი