
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრილიუს ლანდსბერგისი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს გამოეხმაურა :
"ჩვენი პირადი რწმენაა, რომ დოკუმენტი, რომელიც წარდგენილი იყო ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისგან და რომელსაც შესაძლოა ხელი მოაწეროს ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა, არის ძალიან ძლიერი გზავნილი წუხილისა და მხარდაჭერის. ახლა უნდა დავრწმუნდეთ, რომ დოკუმენტს ორივე მხარე მოაწერს ხელს. მოგვიანებით კი, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული და დოკუმენტში გაწერილი პირობები შესრულდება",-თქვა ლანდსბერგისმა.
შეგახსენებთ, 18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის საბოლოო ვერსია გახდა ცნობილი. ოპოზიციის ნაწილმა განაცხადა, რომ მზადაა დოკუმენტს ხელი მოაწეროს, პარტიების ნაწილმა კი დრო ითხოვა.
ამ დროისთვის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, პარტია "გირჩის" ლიდერებმა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა "სტრატეგია აღმაშენებლისა" და "ლელო საქართველოსთვის" პოზიცია, მათი თქმით, ისინი დოკუმენტს ხელს მოაწრენ.
რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, "ქართულმა ოცნებამ" დღეს განაცხადა, რომ დოკუმენტს განიხილავენ.