წერილში მუქარის ტონია... თავიდან არ შეუძლიათ რურუას ჩაუდონ იარაღი?! - ხუსკივაძე "ოცნების" განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ერთი მხრივ, მზადყოფნას გამოთქვამს, რომ შეთანხმებაზე დოკუმენტს ხელი მოაწეროს, ხოლო მეორე მხრივ კი განცხადება არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკური დევნა გაგრძელდეს.

"მოსალოდნელია ყველაფერი, თუმცა, აქვე მინდა ისიც ვთქვათ, რომ ეს არ არის მარტო მათი გადასაწყვეტი. კარგია, რომ საზოგადოება იმაღლებს ხმას, ის, რომ მათი სურვილი შეიძლება იყოს კიდევ რაღაც, უაზრო დაჭერები რომ გაგრძელდეს, მაგრამ არ მგონია, რომ საზოგადოება შეეგუოს ამას", - თქვა ივერი მელაშვილმა. 

ისნის საოლქო კომისიის ყოფილი წევრები და ყოფილი პატიმრები, აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძეც ამბობენ, რომ მათსა და ილიჩოვა/მელაშვილის საკითხზე დოკუმენტში საუბარი საერთოდ არაა. 

"წერილში ფაქტობრივად არის მუქარის შემცველი ტონი, რომ ჩვენ მომავალში არ ვაგებთ პასუხს ამ ადამიანების სამართალწარმოებაზე. საქმე რაშია, ერთადერთი რაც თქვეს რურუას საკითხი, რა თავიდან არ შეუძლიათ რურუას ჩაუდონ იარაღი?! თუ ვერ მოახერხებენ ამას", - თქვა აკაკი ხუსკივაძემ.

სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ როგორც კი ეს ჩაივლის ქვეყანაში პოლიტიკური დევნა აუცილებლად გაგრძელდება და ქართულ საზოგადოებას სხვა ადამიანების გამოშვებაზე მოუწევს აქციების გამართვა.

"ქართულმა ოცნებამ" დღეს შეთანხმებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით ორი განცხადება გაავრცელა. პარტია მზადაა 43%-იანი ზღვარის დათქმით შეთანხმებას ხელი მოაწეროს.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი