ზაზა გახელაძე, ირაკლი ბებუა, გენადი ბესტაევი... - რას წერს სუს-ი საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულებზე

გამოქვეყნდა:

2020 წლის განმავლობაში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონო დაკავების - 64, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით - 13 შემთხვევა იდენტიფიცირდა, - ამის შესახებ სუს-ის 2020 წლის ანგარიშშია საუბარი, რაც უწყებამ პარლამენტს დღეს, 19 აპრილს წარუდგინა. 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2020 წელს საქართველოს წინაშე მდგარი მთავარი საფრთხე და გამოწვევა კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციაა იყო. 

"საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ხანგრძლივი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ამ მხრივ განსაკუთრებით უნდა აღნიშნოს უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისა და ირაკლი ბებუას საკითხი. აღნიშნული პირების მიმართ საოკუპაციო რეჟიმმა გამოიყენა განსაკუთრებით უსამართლო და არაჰუმანური მიდგომა და მათ მრავალწლიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხეში რჩებიან გენადი ბესტაევი და ლაშა ხეთერელი. საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა საქართველოს ათეულობით მოქალაქე... განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ხვიჩა მღებრიშვილის ე.წ. აბსურდული ბრალდებით დაკავების შემთხვევა, რომელის, საოკუპაციო რეჟიმმა რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მადისკრედიტირებელი დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენა", - ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მოთხოვნა, მწვავედ დაისვა როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, ისე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში გამართული შეხვედრებისას. 

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი