ქრთამის აღება, თაღლითობა, დიდი ოდენობით თანხის მითვისება - სუს-მა 2020 წელს 72 თანამდებობის პირი დააკავა

გამოქვეყნდა:

2020 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 66 საქმეზე, ხოლო ბრალდებულის სახით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 72 პირი, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რაც უწყებამ პარლამენტში დღეს წარადგინა. 

"2020 წელს, დაკავებული და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულ იქნა არაერთი თანამდებობსის პირი და საჯარო მოხელე. მათ შორის, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ იქნა მოქმედი მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, რომლებმაც მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვეს დიდი ოდენობის თანხა, საიდანაც წინასწარ გამოართვეს გარკვეული ნაწილი. 

გარდა ამისა, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი თანხის მითვისების, მითვისებაში დახმარებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე დააკავეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ "მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს" ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი. სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ასვეე მიეცნენ ამავე სააგენტოს უფროსი და მისი მოადგილე. 

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე იქნა დაკავებული გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი, რომელმაც თურქეთის მოქალაქეებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემისა და მფერველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 30 000 ლარი გამოართვა. 

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომელი, რომელიც ხელს უწყობდა ნასთან კავშირში მყოფი პირების მიერ სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვებას და ამ გზით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას...."- ნათქვამია ანგარიშში. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი