გოგი წულაის პირველი კომენტარი ციხიდან - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც სკანდალური ბრალდებით დააკავეს, "მთავარ არხს" უკავშირდება. "ეს იყო პროვოკაცია, რომელიც სამართალდამცველებმა ივანიშვილის ოჯახის მითითებით მომიწყვეს" - ამტკიცებს წულაია.
პირველ სატალეფონო ინტერვიუში, დაკავებული პოლიტიკოსი ამტკიცებს, რომ მასზე მიზანმიმართული შეტევა ივანიშვილის ოჯახმა მას შემდეგ მიიტანა, რაც ბერა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერებში გახმოვანებული ძალადობა პერფორმანსით დაგმო. ციხეში მყოფი გოგი წულაია დარმწუნებულია, რომ სამართალდამცავ
ორგანოებს ივანიშვილის ოჯახმა მისი დაკავება ნებისმიერი საბაბით დაავალეს.
ხელისუფლების კრიტიკით ცნობილი პოლიტიკოსი ციხეში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს. ყვება, რომ სამარტოო საკანში მყოფი ინფორმაციულ ვაკუუმშიცაა - ვერ უყურებს "მთავარ არხს". ამასთან, დარწმუნებულია, რომ ქალი, რომელის სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობას ედავება, საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებმა მიუგზავნეს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან. წულაიას 18 მარტს, ბრალი დაუმძიმდა, პროკურატურამ წულაიას ბრალი სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების დანაშაულით წაუყენა, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ წულაიას 19 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.