ქვეყნის უმსხვილესი ოპოზიციური პარტია პარლამენტში შესასვლელად მზადაა. დაძაბული დისკუსია პოლიტსაბჭოს, პარტიის წევრების და აქტივისტების მონაწილეობით საბოლოო შეთანხმებით მიხეილ სააკაშვილის მიმართვის შემდეგ დასრულდა.
გადაწყვეტილება საჯაროდ გაცხადებულია - "ნაციონალური მოძრაობა" ხელს მოაწერს შარლ მიშელის შეთანხმებას და შევა პარლამენტში, მაგრამ კონკრეტული და უცვლელი პირობით - ნიკა მელია საპატიმროდან უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს.
ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ იმასაც, რომ ხარვეზების მიუხედავად შეთანხმება იძლევა შესაძლებლობას დასრულდეს პოლიტიკური დევნა და გაგრძელდეს ბრძოლა ხელახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის.
იხილეთ ასევე:
ისე მოიქცა, არ შეუძლია თანაგუნდელებს თვლებში ჩახედოს - ხაბეიშვილი გრიგოლ ვაშაძეზე