ამნისტია პერსონიფიცირებული არ შეიძლება იყოს - სარჯველაძე 20 ივნისზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ 20 ივნისის ამნისტიის კანონი პერსონიფიცირებული ვერ იქნება. 

"ამნისტიაზე როდესაც ვსაუბრობთ იდვივიდუალიზირებული არ არის ხოლმე, ეს არის პირიქით, პერსონიფიცირებული არ შეიძლება იყოს ამნისტია, იქ არის კონკრეტული კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ის ამნისტია, რომელზეც მოგვიწევს ერთად მუშაობა და რომლის მხარდაჭერაც მოგვიწევს ერთად როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას", - თქვა მიხეილ სარჯველაძემ. 

სარჯველაძემ კითხვას, ამნისტიის კანონით პატიობს თუ არა ნიკა მელიას ბრალს უპასუხა, რომ - ამნისტია კანონმდებლობით განისაზღვრება და ეს არის პატიების ერთგვარი ჟესტი.

ამავე თემაზე "ოცნების" კიდევ ერთმა დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ამნისტია შეეხება ყველა ბრალდებულის, მათ შორის იმ პოლიციელებსაც, რომლებიც უფლებამოსილების გადამეტებაში არიან ბრალდებულები. 

შეგახსენებთ, რომ ამნისტია ერთ-ერთი პუნქტია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით შექმნილი შეთანხმების დოკუმენტისა, რომელსაც ოპოზიციის ნაწილმა და ხელისუფლებამ ხელი მოაწერა. კანონპროექტი პარლამენტში 27 აპრილს, მას შემდეგ უნდა დარეგისტრირდეს, რაც ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში შევა, ამავე დღეს, პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი