"ბოლომდე თქვენ გვერდით ვიქნები" - ვაშაძე გომურს მაკო და სხვა დაზარალებულებს

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ 20 ივნისის შესახებ ამნისტიის კანონი არის ერთადერთი გზა, რომლითაც დღეს შეიძლება ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვოს. მან 20 ივნისს დაზარალებულ ყველა მოქალაქეს, მათ შორის მაკო გომურს თანადგომა გამუცხადა და თქვა, რომ საქმესთან დაკავშირებით ბევრ საკითხს მიიყვანენ ბოლომდე.

"ქალბატონმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის მყისიერად გამოიყენებს შეწყალების პროცედურას და გიორგი რურუა დატოვებს საპატიმორს სამშაბათს, ამის შემდეგ, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში პარლამენტი მიიღებს ამნისტიის შესახებ კანონს, რის შემდეგაც ნიკა მელია დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. ვწუხვარ, რომ მხოლოდ ეს გზა არის მისი გათავისუფლების, სხვა გზა, დღეის მდგომარეობით აღარ არსებობს. 

მინდა გულწრფელად სრული თანადგომა გამოვუცხადო მაკო გომურს და ყველა იმ ადამიანს, ვინც 20 ივნისს დაზარალდა და მინდა გულწრფელად თითოეულ თქვენგან გითხრათ, რომ ბოლომდე თქვენ გვერდით ვიქნები და აუცილებლად ამ საქმესთან დაკავშირებით მომავალშიც მივიყვანთ ძალიან ბევრ საკითხს ბოლომდე, შევეცდებით სრულად იყოს გათვალისწინებული თქვენი ინტერესები", - თქვა გიორგი ვაშაძემ.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ამნისტიის კანონი შეეხება 20 ივნისის საქმეზე ყველა ბრალდებულს, მათ შორის იმ პოლიციელებსაც, რომლებიც უფლებამოსილების გადამეტების გამო არიან ბრალდებულები. 

შეგახსენებთ, რომ ამნისტია ერთ-ერთი პუნქტია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით შექმნილი შეთანხმების დოკუმენტისა, რომელსაც ოპოზიციის ნაწილმა და ხელისუფლებამ ხელი მოაწერა. კანონპროექტი პარლამენტში 27 აპრილს, მას შემდეგ უნდა დარეგისტრირდეს, რაც ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში შევა, ამავე დღეს, პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი