სანამ ხელს მოაწერდნენ უნდა გარკვეულიყო, სამწუხაროდ, უკვე დაგვიანებულია - დამენია 20 ივნისის ამნისტიაზე

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" წევრის, ლაშა დამენიას განცხადებით, შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერამდე მხარეებს უნდა ემსჯელათ ვის შეეხებოდა კონკრეტულად 20 ივნისის ამნისტიის კანონი. დამენია ამბობს, რომ ის არ უნდა შეხებოდა იმ პირებს, რომლებმაც აქცია მისულ მშვიდობიან მოქალაქეებს სხვადასხვა დაზიანებები მიაყენეს.

"სანამ ხელმოწერაზე მიდგებოდა საქმე, ეს დეტალები უნდა გარკვეულიყო, უნდა შედგენილიყო ისე, რომ დამნაშავეები და ის ადამიანები, რომლებმაც სხეულის განზრახ დაზიანება მიაყენეს და არაადამიანური მოპყრობა იყო, მათ არ უნდა შეხებოდათ. თუმცა, ამაზე საუბარი, სამწუხაროდ, უკვე დაგვიანებულია, და ალბათ იმ ადამიანებმა უნდა იფიქრონ ამაზე, ვინც წინსწრებად ხელი მოაწერა", - თქვა ლაშა დამენიამ.

 "ქართულ ოცნებაში" კი უკვე ღიად აცხადებენ, რომ ამნისტია შეეხება ყველას, მათ შორის იმ პოლიციელებსაც, რომლებიც უფლებამოსილების გადამეტებისთვის არიან ბრალდებულები.

შეგახსენებთ, რომ ამნისტია ერთ-ერთი პუნქტია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით შექმნილი შეთანხმების დოკუმენტისა, რომელსაც ოპოზიციის ნაწილმა და ხელისუფლებამ ხელი მოაწერა. კანონპროექტი პარლამენტში 27 აპრილს, მას შემდეგ უნდა დარეგისტრირდეს, რაც ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში შევა, ამავე დღეს, პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი