"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ადვოკატები ციხეში დღესაც ხვდებიან. გიორგი კონდახაშვილმა ის უკვე მოინახულა, ამ წუთებში კი მელიას დიმიტრი საძაგლიშვილი ხვდება. 

ნიკა მელიას პოზიცია 20 ივნისის ამნისტიასთან დაკავშირებით უცვლელია, მისთვისთვის მიუღებელია დანაშაულის ჩამდენი ადამიანების, ბრძანების გამცემი პირებისა და დაზარალებულების ერთ სიბრტყეზე დაყენება.

მელია ასევე, არ აპირებს გირაოს გადახდას და ამბობს, რომ ამ საკითხით არ ივაჭრებს. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ  მელია ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უნდა გათავისუფლდეს, რისი მექანიზმებიც პროკურატურას აქვს.

 "ქართულ ოცნებაში" კი უკვე ღიად აცხადებენ, რომ ამნისტია შეეხება ყველას, მათ შორის იმ პოლიციელებსაც, რომლებიც უფლებამოსილების გადამეტებისთვის არიან ბრალდებულები.

შეგახსენებთ, რომ ამნისტია ერთ-ერთი პუნქტია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით შექმნილი შეთანხმების დოკუმენტისა, რომელსაც ოპოზიციის ნაწილმა და ხელისუფლებამ ხელი მოაწერა. კანონპროექტი პარლამენტში 27 აპრილს, მას შემდეგ უნდა დარეგისტრირდეს, რაც ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში შევა, ამავე დღეს, პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი