საკოორდინაციო საბჭო ხანდაზმულ ადამიანებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში. 

"ეპიდვითარების გაუარესების გათვალისწინებით, ხანდაზმულ პირებს მივმართავთ რეკომენდაციით, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში. კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება პირბადის სწორად მოხმარება და დისტანციის დაცვა, ასევე, ხალხმრავალი შეკრებები", - თქვა მთავრობის წარმომადენელმა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ძალაში რჩება ქვეყანაში მოქმედი კომენდანტის საათი, ასევე, შაბათ-კვირას კვების ობიექტებისთვის დაწესებული შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც ისინი მხოლოდ გატანის სერვისზე იმუშავებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი