წულაიას თემა პარტიაში არ განხილულა, ჩვენი ხელმოწერა იქ ვერ იქნებოდა - "ლელო"

გამოქვეყნდა:

"ლელო-საქართველოსთვის" გოგი წულაიას საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების განცხადებას ეხმაურება. პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიას განცხადებაზე ხელი არ მოუწერია და ინფორმაცია არასწორად გავრცელდა.

"ბატონი გიგი წულაიას თემა პარტიაში არ განხილულა, შესაბამისად ჩვენი ხელმოწერა იქ ვერ იქნებოდა. გავრცელდა მცდარი ინფორმაცია პარტიის მიერ წერილზე ხელმოწერის შესახებ",- ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის განცხადებაში.

23 ოპოზიციური პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ქალთა მიმართ ძალადობის თემას სერიოზულად უყურებენ და ავტომატურად ეჭვქვეშ არ აყენებენ წარდგენილ ბრალდებებს, თუმცა ამბობენ, რომ ანალოგიურ ბრალდებებზე სასამართლო არასოდეს იყენებს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული მიუთითებს, შერჩევით სამართალსა და პოლიტიკურ მოტივზე.

ამავე თემაზე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი