ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსის მესამე ტალღის პიკურ მაჩვენებელს ელოდება. ტიკარაძის თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა დამატებით ღონისძიებებზე, თუმცა ეს რადიკალური და კატეგორიული შეზღუდვები არ იქნება.

"გამომდინარე ეპიდსიტუაციიდან, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება გარკვეული შეზღუდვები გაუქმდეს ეს სიმართლეს ვერ შეესაბამება და არ შეესაბამება, ვინაიდან ჩვენ ვიმყოფებით ახლა ისეთ სტადიაზე როდესაც ველოდებით მესამე ტალღის პიკურ მაჩვენებელს. რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მსჯელობა თუ რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გადატრდეს, ეს არ იქნება რადიკალური და კატეგორიული შეზრუდვები, თუმცა ეს იქნება იმ ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვა, რომელიც ჩვენი მოსახლეობისთვის ეკლესიის და საეკლესიო ღონისძიებების ფორმატში უზრუნველყოფს სრულ უსაფრთხოებას", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. 

შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, წინასააღდგომოთ საპატრიარქოსთან კონსულტაციები ექნებათ. მისივე თქმით, სასურველია, რომ როგორც შარშან, აღდგომის დღესასწაულზე წელსაც მრევლი ტაძრებს გარეთ, დისტანციის დაცვითა და პირბადით იყოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი