"ქართული ოცნების" დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის აზრით, "ლელო" ქარაფშუტულად ეპრყორბა ოპოზიციის ნაწილსა და ხელისუფლებას შორის გაფორმებულ შეთანხმებას, რომელსაც ხელს აწერს. ასე შეფასა მან პარტიის ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ევროპარლამენტარები მზად არიან ნიკა მელიას თავდებში ჩაუდგნენ.
"ლელომ მთელ ამ პროცესში დაგვანახა თავი, როგორც ყველაზე არასერიოზულმა ძალამ. ქარაფშუტულად ეპყრობიან საკუთარ ხელმოწერას, ის რასაც ხელი მოაწერეს რამდენიმე დღის წინ მეორე დღესვე დაიწყეს ხან ერთი პოზიციის გაჟღერება, ხან მეორის", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, ამნისტიის კანონს მაინც მიიღებენ.
ევროპელი პარლამენტარები მზად არიან თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას - ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი. ინიციატივაზე ხელმოწერაზე მზად არის ევროპარლამენტარი რიხო ტერასია. თემას კიდევ ერთხელ უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ: