ინდოეთში, მუმბაის გარეუბანში, საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები მკურნალობდნენ, ხანძარი გაჩნდა. დაღუპულია 13 ადამიანი.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ინდოეთში საავადმყოფოში ხანძარი ჩნდება.
ორშაბათს 22 პაციენტი გარდაიცვალა მაჰარაშტრას შტატის სახელმწიფო საავადმყოფოში, გასულ თვეში კი მუმბაიში ხანძარს სულ მცირე 9 პირი ემსხვერპლა.
ინდოეთი მეორე ტალღის პიკშია და ჟანგბადის სასუნთქი აპარატების დეფიციტს განიცდის. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას კრიზისთან გამკლავება უფრო და უფრო უჭირს, გადატვირთულობის გამო კი ახალი პაციენტების მიღებას ვერ ახერხებენ.
გუშინ, 22 აპრილს ინდოეთში ერთ დღეში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი, 314 835 შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულია 16, 263,695 ადამიანი, ინდოეთი მეორეა ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობით მე-4.