შეგახსენებთ, რომ სასამართლო დისტანცირებულია პოლიტიკური საქმიანობისაგან - დიმიტრი გვრიტიშვილი

გამოქვეყნდა:

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, სასამართლო პოლიტიკური საქმიანობისგან დისტანცირებულია და შესაბამისად, მათ, დღეისათვის, შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების ვალდებულება არ აქვთ. 

დღეის მდგომარეობით, საბჭოსთვის, სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რომლითაც ჩვენ ეს პროცედურა უნდა შევაჩეროთ და შესაბამისად, გასაუბრებები, საჯარო მოსმენები კანდიდატებთან აღარ უნდა ჩავატაროთ. რაც შეეხება იმ დოკუმენტს, რომელიც ახსენეთ, ეს არის პოლიტიკური შეთანხმების საგანი. შეგახსენებთ, რომ სასამართლო დისტანცირებულია პოლიტიკური საქმიანობისაგან და სასამართლო მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ არსებული კანონმდებლობის საფუძველზე, - ამბობს გვრიტიშვილი. 

ცნობისთვის, მიშელის შეთანხმების მიუხედავად, იუსტიციის საბჭომ უზენაესის კანდიდატებთან გასაუბრება ჩანიშნა. გასაუბრება ამირან ძაბუნიძესთან 14:00 საათზე ჩატარდა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი